გენერალურ პროკურატურასთან თამთა თოდაძის მხარდამჭერი აქცია იმართება. ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები და უფლებადამცველები თოდაძის დაზარალებულად ცნობას და საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანის დაკავებას ითხოვენ. აქციას თავად თამთა თოდაძეც ესწრება.აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ საქმის გამოძიება ჭიანურდება და ამას ჯიშკარიანის სტატუსს უკავშირებენ. აქციაზე პერფორმანსიც მოეწყო. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ილია ჯიშკარიანოს საარჩევნო პლაკატი მოიტანა და მას ფეხით გადაურა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საკრებულოს დეპუტატი "ცხვირში არა მხოლოდ მუშტს, არამედ ფეხის დადგმასაც იმსახურებს". აქციაზე სკანდირებენ - "დააკავეთ მოძალადე".