რუსთავში ბალანჩივაძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცმა პნევმატური იარაღიდან გასროლით ერთი ლეკვი მოკლა, მეორე კი დაჭრა. ფაქტთან დაკავშირებით ქუჩის მცხოვრებლებმა პოლიციასა და ცხოველთა უფლებების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეატყობინეს. ორგანიზაცია ,,ცხოველთა მეგობრების“ წარმომადგენელი ირინა ლიკლიკაძის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით, პოლიციაში თვითმხილველები წუხელ გამოიკითხნენ. შსს-ს განცხადებით ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმე 259 -ე მუხლით აღიძრა და მიმდინარეობს გამოძიება.