ზარმაცა - მსოფლიო ფაუნის ერთ-ერთმა ყველაზე უცნაურმა წარმომადგენელმა, რომელიც პრაქტიკულად მთელ ცხოვრებას ხეზე უმოძრაოდ დაკიდული ატარებს, სწორედ ზანტი, აუჩქარებელი ცხოვრების წესის წყალობით გაიფუჭა რეპუტაცია და შეიძინა ზარმაცას სახელი.
აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ზარმაცა, საგრძნობლად ჩამორჩება გაბარიტებით ბევრად მასიურ წინაპარს, რომელიც გამყინვარების პერიოდში ბატონობდა სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე და ერთ ტონაზე მეტს იწონიდა, სხვა მტაცებლების მსგავსად ისიც მიწაზე გადაადგილდებოდა და მეტწილად ცხოველური საკვებით იკვებებოდა. მეცნიერების მტკიცებით, ევოლუცია ცხოველმა ვეგეტარიანულ რაციონზე გადასვლის შედეგად განიცადა, როცა გაბარიტებში საგრძნობლად შემცირებული ხეზე გადაბარგდა საცხოვრებლად.
დღეს ვენესუელის, გვიანის და ბრაზილიის ტროპიკულ ტყეებში დაბინავებული ზარმაცა, რომელიც თავისი უჩვეულო სახის წყობით მუდამ მომღიმარი ცხოველის შთაბეჭდილებას ტოვებს, წითელ წიგნშია შეტანილი. ცხოველის გადაშენების მიზეზი ერთის მხრივ, მსხვილი მტაცებელი ფრინველი, მეორეს მხრივ, ადამიანი გახდა, რომელიც დაუნდობლად ჩეხავს ტყეებს და ანადგურებს მისი ბუნებრივი გავრცელების არეალს.