უმძიმესი კადრები, რომელზეც დახოცილი ძაღლები და კატებია ასახული, მოქალაქეებმა გონიოს ნაგავსაყრელზე გადაიღეს. შეიძლება ითქვას, რომ აქ ცხოველების სასაკლაოა მოწყობილი - ორმოებში პოლიეთილენის პარკლებში გახვეული ათობით დახოცილი ცხოველია ჩაყრილი. საქმეზე გამოძიება დაწყებულია, ცხოველების უფლებადამცველები მოითხოვენ მკაცრად დაისაჯონ დამნაშავე პირები. ვინ ხოცავს აჭარაში მიუსაფარ ცხოველებს? - ამ თემაზე აჭარის კორესპონდენტი მარიკო კეკელიძე და საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების ადგილობრივი წარმომადგენელი პაატა კეკუტია ჩართვაში საუბრობენ.