ველური ბუნების ფონდის გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 1970 წლიდან, გარეული ცხოველების პოპულაცია 52%-ით შემცირდა. ცხოველთა რიცხვის შემცირების ყველაზე მკვეთრი ტენდენცია ტროპიკებშია შესამჩნევი. მაგალითისთვის, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში გარეული ცხოველების რაოდენობა 83%-ით არის შემცირებული.