ოკუპირებული ტერიტორიის მახლობლად ე.წ. მესაზღვრეებმა მე-12 კლასელი მოსწავლე დააკავეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. წინასწარი ცნობით, მოზარდი ამჟამად უკვე ცხინვალშია გადაყვანილი. ოჯახის წევრებმა არ იციან, კონკრეტულად რა ადგილიდან გაიტაცეს მე-12 კლასის მოსწავლე.მათი ინფორმაციით, მოზარდი საძოვარზე იმყოფებოდა. არასრულწლოვანი თბილისში სწავლობს და ოჯახი სოფელში სტუმრად იმყოფებოდა.