ოკუპირებულ ცხინვალში საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრები და ახლობლები საპროტესტო მიტინგზე შეიკრიბნენ, - იუწყება Sputnik-Ossetia. მათივე ინფორმაციით, ინტელიგენციის წარმომადგენლები, სტუდენტები და უფროსკლასელები ითხოვენ, არ გადასცენ ოჯახს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი. სკოლის მოსწავლეები აქციაზე 1989 წლიდან 2008 წლამდე საომარ მოქმედებებში დაღუპულთა ფოტოებით მივიდნენ.„სტუდენტებს მოჰქონდათ ტრანსფარანტები ლოზუნგებით: „საქართველო, დაგვიბრუნე ჩვენი შვილების ცხედრები“, „ევროკავშირო, არ დაუჭირო მხარი საქართველოს მიერ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ ტერორს“, „საქართველო პასუხისმგებელია უგზო-უკვლოდ დაკარგულ 145 ოსზე“, - აღნიშნავს Sputnik-Ossetia.