ოკუპირებული ცხინვალის მიერ დაკავებულ ვაჟა გაფრინდაშვილი ციხეში ადვოკატმა ვლადიმირ ფიდაროვმა მოინახულა. ჩრდილოეთ ოსეთში მომუშავე ადვოკატი ვაჟა გაფრინდაშვილისთვის მისმა ოჯახმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შუამდგომლობით, დაიქირავა. ადვოკატის თქმით, ის ჯერ საქმის მასალებს არ გაცნობია. მისივე ინფორმაციით, დაკავებული ექიმი თავს კარგად გრძნობს. ამასთან, ვლადიმირ ფიდაროვი აცხადებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი იმის გამო დააკავეს, რომ მას ეკლესიაში სალოცავად უნდოდა მისვლა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული რეგიონის დეფაქტო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავა და მას 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა.