ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია - Palitra News

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია

2019-11-08 15:20:03+04:00

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული 28 წლის ზაქრო ბუთხუზი გათავისუფლებულია. ამის შესახებ ინფორმაცია "პალიტრანიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

28 წლის ზაქრო ბუთხუზი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით რამდენიმე დღის წინ დააკავა,

არსებული ინფორმაციით, უკვე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.