ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი კირბალისა და მეჯვრისხევის მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, კირბალისა და მეჯვრისხევის მოსახლეობის მიერ ე.წ. საზღვრის დარღვევის შემთხვევაში, მათ დააკავებენ.როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული აღნიშნული ინფორმაცია მათ ცხელი ხაზის მეშვეობით მიიღეს.
"აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია", - ნათქვამია სუსის განცხადებაში.