ცხინვალის რეჟიმი ზარდიაანთკარის მცხოვრების დაკავების შესახებ იუწყება. ადგილობრივი მედიის ცნობით, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევის გამო საქართველოს მოქალაქე გენადი ბესტაევი დააკავეს. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფო უსაფროების კომიტეტის პრესამსახურის ცნობით, ზარდიაანთკარის მცხოვრები აქამდე უკვე ორჯერ არის დაკავებული ის ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით აგვისტოსა და სექტემბერშიც დააპატიმრეს. 1 ნოემბერს ცხინვალის ე.წ რაიონულმა სასამართლომ გენადი ბესტაევს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.