ცხინვალის მილიციის იზოლატორიდან რამდენიმედღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, ქარელის რაიონის სოფელ ატოცში მცხოვრები ორი პირი გაათავისუფლეს. 59 წლის გიორგი გაბარაევი და 45 წლის კონსტანტინე გაბარაევი სოფლის განაპირას შეიარაღებულმა პირებმა 19 ნოემბერს დააკავეს.