"სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას ე.წ. საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ქართულმა პოლიციამ და უპილოტო საფრენმა აპარატებმა ე.წ. საზღვარი დაარღვიეს. აღნიშნულის შესახებ ოსური მედია წერს. მათივე ინფორმაციით, ამ საკითხებზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. დელეგაციის წარმომადგენლებმა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. ე.წ. დელეგაციის ხელმძღვანელის, იგორ კოჩიევის თქმით, უპილოტო საფრენი აპარატები სამჯერ გამოავლინეს.