ცხენი ბავშვთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაზე დადებითად მოქმედებს. ყველა მშობელი ნებისმიერ ფანდს მიმართავს, ბავშვის აკადემიური მოსწრების ასამაღლებლად. იაპონელი ექსპერტების ბოლო კვლევების მიხედვით, ბავშვების ინტელექტუალურ განვითარებასა და აკადემიურ მაჩვენებლებზე დადებით ეფექტს ახდენს ცხენით ვარჯიში. ცხენით ვარჯიშის დროს აქტიურდება ნერვული სისტემა, რაც აუმჯობესებს კოგნიტიურ მაჩვენებლებს. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ვარჯიშის შემდეგ ბავშვები უკეთ უმკლავდებოდნენ რეაქციაზე ტესტებსა და ქცევით ამოცანებს. თუმცა მათემატიკის ტესტის შედეგები მნიშვნელოვნად არ უმჯობესდებოდა.მეცნიერები აკვირდებოდნენ ბავშვის ორგანიზმის პასუხს ცხენის მოძრაობაზე. აღმოჩნდა, რომ ცხენის მოძრაობისას წარმოქმნილი ვიბრაცია გადაეცემა უნაგირის საშუალებით და ააქტიურებს ტვინის სწავლასა და მეხსიერებაზე პასუხისმგებელ ნაწილებს. აქ აღინიშნებოდა მამოძრავებელი და სენსორული სტიმულაციის ერთობლიობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აკადემიური მოსწრების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.