ცხენისა და ვირის ხორცი ბაზრობებსა და კვების ობიექტებზე, სანიტარული ნორმების გარეშე - სინამდვილეში, რა პროდუქტს შეიძლება ვიძენდეთ? - Palitra News

ცხენისა და ვირის ხორცი ბაზრობებსა და კვების ობიექტებზე, სანიტარული ნორმების გარეშე - სინამდვილეში, რა პროდუქტს შეიძლება ვიძენდეთ?

2019-04-11 10:57:32+04:00

სამართალდამცველებმა ცხენისა და ვირის ხორცის რეალიზაციის ფაქტები აღკვეთეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი ამხილა.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სხვადასხვა რეგიონში, დაბალ ფასში იძენდნენ ცხენისა და ვირის ტანხორცს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.