ცხენის ხორცით დამზადებული სუჯუკი - რა პირობებში მზადდება და ინახება ხორც-პროდუქტები 5 საწარმოში, რომელიც საგამოძიებო სამსახურმა და სეს-მა გამოავლინეს? - Palitra News

ცხენის ხორცით დამზადებული სუჯუკი - რა პირობებში მზადდება და ინახება ხორც-პროდუქტები 5 საწარმოში, რომელიც საგამოძიებო სამსახურმა და სეს-მა გამოავლინეს?

2018-06-25 10:05:45+04:00

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და სურსათის ეროვნული სააგენტოს კოორდინაციით ხორცპროდუქტების ფალსიფიკაციის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ხორცპროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი ინდ. მეწარმე, ქალაქ თბილისში კუსტარულად მოწყობილ საამქროში ე.წ. "სუჯუკის" წარმოებას და რეალიზაციას ახდენდა. პროდუქტის ეტიკეტზე, მის შემადგენლობაში მითითებული საქონლისა და ღორის ხორცის ნაცვლად, ბრალდებული წარმოების პროცესში ცხენის ხორცს იყენებდა.