მართალია, შეერთებული შტატების ეკონომიკისა და პოლიტიკური კულტურის, ქვეყნის ოქროს ხანის სიმბოლოდ ქცეული როკფელერების გვარი ყოველთვის სიმდიდრესთან ასოცირდებოდა, მაგრამ დინასტია ნელ-ნელა კარგავს საკუთარ სტატუსს, რადგან ნათესავები მრავლდებიან, მილიარდები კი, სხვის ხელში გროვდება. რა თქმა უნდა, როკფელერები ჯერ კიდევ განსაზღვრავენ ამერიკული ისტებლიშმენტის საერთო განწყობას, აქტიურად მოღვაწეობენ მსხვილ იურიდიულ და ლობისტურ ფირმებში, ჩაბმული არიან მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, სამხედრო სტრუქტურების მუშაობაში და გარკვეულ სფეროებში ძველ პოზიციებსაც ინარჩუნებენ, თუმცა, მათი გავლენა საგრძნობლად დასუსტდა და ისეთი ყოვლისმომცველი აღარაა, როგორიც ოდესღაც იყო.