საბერძნეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და „ცხელი ხაზის“ ნომერს აქვეყნებს. საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს, "ცხელი ხაზის" მეშვეობით, ნომერზე +306995779793 და მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ ფაქტებზე. როგორც მიმართვაშია აღნიშნული, საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებს. „ქალაქ ათენის გარეუბანში გაჩენილი ხანძრის გამო, საქართველოს საელჩო აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას. გუშინდელი ღამის განმავლობაში საელჩოს ცხელ ხაზს დაუკავშირდა საქართველოს სამი მოქალაქე, რომელთაც გაეწიათ შესაბამისი დახმარება, მათ შორის ერთ-ერთი მათგანი გვიან ღამით, უშუალოდ საკონსულოს სამსახურის თანამშრომლების მიერ იქნა გამოყვანილი ხანძრის ზონიდან. მოგმართავთ თხოვნით, გააგრძელოთ საქართველოს საელჩოსთან კომუნიკაცია „ცხელი ხაზის“ მეშვეობით, ნომერზე +306995779793 და კვლავ მოგვაწოდოთ ინფორმაციები საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ ფაქტებთან დაკავშირებით, რაზეც საქართველოს საელჩოს, როგორც ყოველთვის, მყისიერი რეაგირება ექნება“, - ნათქვამია მიმართვაში. ცნობისთვის, საბერძნეთში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა. ტყის ხანძარი საბერძნეთში 23 ივლისს გაჩნდა, ათეულობით სახლი დაიწვა.