ტედ ბანდი, რომელმაც ჟურნალისტების წყალობით ყველაზე "ქარიზმატული მკვლელის" სახელი შეიძინა, შეერთებული შტატების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე "პოპულარულ" მანიაკად ითვლება, რადგან ახალგაზრდა, სიმპათიური ინტელექტუალი აბსოლუტურად არ ჰგავდა სასტიკ მოძალადეს. მეტიც, ადამიანების მოხიბვლის შესაშური ნიჭით დაჯილდოვებული ბანდი, უნიკალურ ტალანტს ჯერ გულუბრყვილო მსხვერპლის, მერე კი, სასამართლოში, ნაფიცი მსაჯულების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად იყენებდა.