სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას ბებია მეზობლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გოგონა ცემის შედეგად გარდაიცვალა, უარყოფს. გარდაცვლილის ბებიის განცხადებით, ბავშვი გაციებული იყო და ამის გამო გარდაიცვალა. როგორც "პალიტრანიუსის" ბებიამ ბაბულია ძავაშვილმა განუცხადა, ბავშვი სახლში არ უცემიათ და ამ მიზეზს მეზობლები იგონებენ.გოგონას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ბებიისთვის რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. მეზობლები კი აცხადებენ, რომ მათ ბავშვის გარდაცვალების შესახებ დღის პირველ ნახევარში შეიტყვეს.როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 2014 წელს დაბადებული ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.უწყების ინფორმაციითვე, საქმეზე დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
იხილეთ: