ციციშვილის კლინიკის კლინიკური დირექტორის მაია ჩხაიძის ინფორმაციით, კლინიკაში პრაქტიკულად ყველა ადგილი შევსებულია, რეანიმაციაში კი არც ერთი ადგილი აღარ არის.
როგორც "პალიტრანიუსს" მაია ჩხაიძემ განუცხადა, ამ ეტაპზე კლინიკაში მართვით სუნთქვაზე 3 ბავშვი იმყოფება. მისივე თქმით, კლინიკაში ჯამში, 175 საწოლია, აქედან 25 რეანიმაციული და ყველა ადგილი როგორც პალატაში, ასევე რეანიმაციაში, სრულად არის შევსებული.
ჩხაიძე მშობლებს ურჩევს, თუ ბავშვი მოზრდილია და საგანგაშო ნიშნები არ აქვს, სახლის პირობებში უმკურნალონ, წლამდე ბავშვები კი, სასურველია სტაციონაში მოთავსდნენ.