ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 3 ბავშვი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ამავე განყოფილებაში სულ 21 ბავშვი ებრძვის კორონა ვირუსს. ყველაზე დიდი ბავშთა კლინიკაში კი ჯამში 107 კოვიდ პაციენტია ,მათ შორის კორონავირუსული ინფექციით 67 ბავშვია მოთავსებული. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ამ დღეებში პაციენტების გაწერა არ იგეგმება.