დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. სამების ტაძარში გარდამოხსნის და დატირების წესი შესრულდა. მსახურებას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ჩაატარა. დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი შესრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.
იხილეთ:
დღეს წითელი პარასკევია - რა უნდა იცოდნენ მორწმუნეებმა დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეზე?