გარემოს დაცვითი დეპარტამენტის, თანამშრომლებმა, საქართველოს "წითელინუსხით" დაცულ სახეობაზე - არჩვზე ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეკარში, მოქალაქე მამუკა ვაჭარაძემ, მასზე რეგისტრირებული სანადირო თოფით არჩვი მოკლა. ეს სახეობა გადაშენების პირას არის. მამუკა ვაჭარაძესა და მის თანმხლებ ანდრო გელენიძეს ჩამოერთვათ სანადირო თოფები. გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობამ 30 000 ლარი შეადგინა. საქმის მასალები სისხლის სამართლის და ნაშაულის ნიშნებს შეიცავს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაღდათის რაიონულ სამმართველოს გადაეგზავნება.