წითელი კივი, რომელიც 2019 წლის საუკეთესო ინოვაციურ პროდუქტად დასახელდა, ევროპის ბაზარზე წარმატებით შევიდა. როგორც Agri-gator-ი წერს, Oriental Red-ის სახეობის წითელი კივი გრძელვადიანი კვლევითი პროექტის შედეგია, რომელიც იტალიაში შეიქმნა.
წითელ კივს კომპანია Jingold-ი აწარმოებს. როგორც კომპანიის მმართველი აცხადებს, ევროპის ბაზარზე ხილზე მოთხოვნა წარმოუდგენლად სწრაფად იზრდება. ამჟამად წითელი კივი იტალიაში დაახლოებით ათას ჰექტარზეა გაშენებული.
Oriental Red-ის პირველი პარტია ბაზარზე 2019 წლის დასაწყისში გამოჩნდა. ამ დროისთვის პროდუქტის ძირითადი სარეალიზაციო ბაზარი იტალია და გერმანიაა.