ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაგეგმილი მასშტაბური პროექტები დიპლომატიურ კორპუსს გააცნო. სამინისტრო რიკოთის საუღელტეხილო და ქვეშეთი-კობის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერებს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს. ამ პროექტების მშენებლობაზე ჯამში 2 მილიარდ დოლარამდე დაიხარჯება. პროექტები დონორი ორგანიზაციებისა მხარდაჭერით განხორციელდება. რიკოთის პროექტის განხორციელება 2018-2021 წლებში იგეგმება. სამუშაოების დასრულების შემდეგ აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილების სიჩქარე 80-დან 100%-მდე გაიზრდება.