საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ორგანიზებით, სასტუმრო “ბილტმორში”, მედიის წარმომადგენლებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებული საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. როგორც ორგანიზაციის პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ განაცხადა, "წითელი ჯვრის" საზოგადოებამ მოხალისეების მობილიზება დაიწყო. მისივე თქმით, შესაძლოა, გამშვებ პუნქტებზე მოხალისეები მედპერსონალს თერმოსკრინიგში დაეხმარონ.