"პალიტრა მედია" ჰოლდინგის თანამშრომლებისთვის წითელას, წითურას და ყბაყურას საწინააღმდეგო კომბინირებული იმუნიზაციის აქცია მიმდინარეობს. მსურველებს ასევე შეეძლებათ C ჰეპატიტის სკრინინგის ჩატარებაც. ვაქცინაციის აქციის ფარგლებში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე "პალიტრა მედიას" ესტუმრა, კომპანიის მენეჯმენტს შეხვდა და იმუნიზაციის აქციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. ამირან გამყრელიძემ იმუნიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოსახლეობას მოუწოდა, აიცრან, რაც მათ დაიცავს მძიმე დაავადებებისგან.