ნიუ-იორკის მერმა ბრუკლინის რაიონში წითელას ეპიდემიის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მერმა აუცრელ მოქალაქეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ ჩაიტარონ ვაქცინაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაჯარიმდებიან. ოქტომბრის შემდეგ მხოლოდ ბრუკლინის რაიონში წითელათი დაინფიცირების 285 შემთხვევა გამოვლინდა, მაშინ როდესაც გასულ წელს მხოლოდ 2 შემთხვევა იყო. ნიუ-იორკის მერმა მოსახლეობა გააფრთხილა თუ არ აიცრებიან, ამან შესაძლოა ფატალური შედეგი მოიტანოს. თუმცა, წელს წითელათი გარდაცვალების შემთხვევა ნიუ-იორკში არ დაფიქსირებულა.შეგახსენებთ, აშშ-ში ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, მოსახლეობა წითელას ვაქცინაზე უარს აცხადებს, ამის მიზეზი კი ვაქცინის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციაა, რომლის მიხედვითაც თითქოს აცრა რაიმე დაავადებებს იწვევდეს.