წითელას გავრცელების ფაქტს ჯანდაცვის სამინისტროში "ეპიდაფეთქებად" აფასებენ. სპეციალისტების განცხადებით, წითელას შემთხვევები იანვრის თვეში გამოვლინდა. წითელა ყველაზე გავრცელებულია 20-დან 40 წლამდე ასაკის ადამიანებში, რომლებსაც ვაქცინაცია გაკეთებული არ აქვთ. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით წითელას 335 დაავადების შემთხვევა უკვე დაფიქსირდა. მისი თქმით, ვაქცინაციის გარეშე რისკები კიდევ უფრო გაიზრდება ამიტომ მოსახლეობას ვაქცინაციის ჩატარებისკენ მოუწოდებს. დავით სერგეენკოს განცხადებითვე წითელას ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება, აქამდე კი ის უფასო მხოლოდ 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის იყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ წითელას ყველაზე მეტი შემთხვევები იმერეთში, სამეგრელოში, თბილისსა და კახეთში გხვდება. გამყრელიძე მოსახლეობას აღნიშნული დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინააცისკენ მოუწოდებს.