წითელას აცრის შესახებ დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, შესაძლოა, სანქციები შემოიღონ - Palitra News

წითელას აცრის შესახებ დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, შესაძლოა, სანქციები შემოიღონ

2019-01-24 13:10:15+04:00

ბაღებში, სკოლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება სავალდებულო ხდება. ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების სამმართველოს უფროსის თქმით, ვაქცინის ჩატარება სავალდებულო ხდება 1-დან 19 წლამდე პირებისთვისაც, რომელთაც გეგმური ვაქცინა არასრულად აქვთ გაკეთებული ან საერთოდ არ ჩაუტარებიათ. ამასთან, თუ საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აცრის სტატუსის მოთხოვნის შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ კონკრეტულ პირებს წითელას ვაქცინა ჩატარებული არ აქვთ, შესაძლოა, მათთვის მოსწავლის ან სტუდენტის სტატუსის შეჩერების საკითხი დადგეს.