საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივად გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.დაკავებულს საზღვრის კვეთისას ტანსაცმელსა და ხელბარგში აღმოაჩნდა არადეკლარირებული ქარვის თვლები და ვერცხლის ნაკეთობები. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 5-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.