შობა-ახალი წელი ნებისმიერ ასაკში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი დღესასწაულია, როდესაც ოცნებების ახდენა, საყვარელ ადამიანებთან ერთად ბედნიერი წუთების გატარება და უამრავი სიურპრიზი ალამაზებს ჩვენს ცხოვრებას. თუმცა ყველაზე მეტად ალბათ ეს დღესასწაული ბავშვებისთვის არის ჯადოსნური, რომლებიც წითელ ფორმაში გამოწყობილი მხიარული ბაბუას მოლოდინში მთელი წლის განმავლობაში ცდილობდნენ კაგად მოქცეულიყვნენ. ლეგენდები სანტა კლაუსის შესახებ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში სმენიათ, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ საჩუქრების დარიგების ტრადიცია საშობაოდ და თავად სანტას ისტორია საუკუნეებს ითვლის და ბერ - ნიკოლოზთან მივყავართ რომელიც ბავშვების მფარველი წმინდანი იყო.