11:52
14 ოქტომბერი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ციროზი, აზროვნების პრობლემები, ფსიქოზი - რა რაოდენობის ალკოჰოლს მოვიხმართ საქართველოში?
16-09-2019

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების შედეგად ყოველწლიურად მსოფლიოში 3 მილიონი ადამიანი იღუპება. მათ შორის 320 ათასი 15-დან 29 წლამდე მოსახლეობაა.

ჯანმოს მიერ ალკოჰოლის საზიანო მოხმარების შემცირების მიზით ჩატარებულ კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ თბილისში, მე-10 ლკასის მოსწავლეების უმრავლესობა ალკოჰოლის მიღებას დადებით მოვლენად აღიქვამს. მათთვის  ყველაზე პოლულარული სასმელი კი ღვინო და ლუდია.

რაც შეეხება დიდი ასაკის მოსახლეობას, 35-დან 44 წლამდე მამაკაცების 3.5 პროცენტი და 55-დან 64 წლამდე მამაკაცების 4.7 პროცენტი ალკოჰოლს ყოველ დღე მოიხმარს. ქალების შემთხვევაში კი აღნიშნული მაჩვენებლი, 2-ჯერ და 7-ჯერ ნაკლებია მამაკაცებთან შედარებით.

ექიმები ამბობენ, რომ სასმელის ჭარბი მოხმარება 60-მდე დაავადებას, ტრავმებსა და სხვა პრობლემებს იწვევს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ როგორც მსოფლიოს სხვა ბევრ ქვეყანაში აუცილებელია საქართველოშიც შეიზღუდოს ალკოჰოლზე ხელმისაწვდომობა. ამასთან მნიშვნელოვანია ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

საკანონმდებლო ორგანოში ამბობენ,რომ ალკოჰოლის წარბი მოხმარების შემცირების მიზნით აუცილებელია ქვეყნის მასტაბით, განსაკუთრებითსკოლებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

ცნობისთვის, დღესდღობით კანონით არის აკრზალული არასრულწლოვვანტათვის ალკოჰოლური სასმელის, მათ შორის ლუდის მიყიდვა, თუმცა შესაბამისი კონტროლის არარსებობის გამო კანონი ფაქტობრივად არ სრულდება.

AutoPlay
Apple-მა iPhone-ებისთვის 2020 წელს შესაძლოა, AR-სათვალეები გამოუშვას
გამოქვეყნდა 13 წუთის წინ
ბრიტანეთში 19 კარატიანი ოქროს საბანკო ბარათი გამოუშვეს
გამოქვეყნდა 20 წუთის წინ
როგორ შეიცვალა საართველოს კონკურენტუნარიანობა - რომელ პოზიციაზე ვართ მსოფლიო რეიტნგშ
გამოქვეყნდა 27 წუთის წინ
ბოლო 4 წელში რკინიგზას ტვირთვის გადაზიდვით მიღებული შემოსავალი პირველად გაეზარდა - Galt&Taggart
გამოქვეყნდა 29 წუთის წინ
ერთ თვეში სახელმწიფო საგარეო ვალი 32 მლნ დოლარით, ერთ წელიწადში კი 247 მლნ დოლარით შემცირდა
გამოქვეყნდა 32 წუთის წინ
სავალუტო რეზერვები 94 მლნ დოლარით შემცირდა
გამოქვეყნდა 45 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები