ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დიდი ხმაური გამოიწვია ცირკში ცხოველების მონაწილეობამ. რის შემდეგაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და უკვე გარკვეული ქვეყნებიც მივიდნენ იმ აზრამდე, რომ ცხოველების გამოკეტვა და შიშისა და აგრესიის საფუძველზე მათთვის სხვადასხვა ილეთების შესწავლა, მართლაც უდიდესი დანაშაული და წამებაა. რის შემდეგაც გამოჩნდა ასეთი ლოზუნგები „ ცირკი ცხოველების გარეშე“. შესაძლოა ბევრისთვსი ეს წარმოუდგენელიც კი იყოს, მაგრამ ცოტახნისწინ გერმანიის ერთ-ერთმა ცირკმა ძალიან გონივრული რამ მოიფიქრა: მათ ნამდვილი ცხოველები ჰოლოგრამებით შეცვალეს რაც ბევრად უფრო შთამბეჭდავი და ულამაზესი სანახაობა იყო, ის ძლაიან ბევრმა როგორც ზღაპრული წარმოდგენა ისე შეაფასა, ყველაზე მთავარი კი ის არის რომ ამის ხარჯზე არავინ და არაფერი აღარ დაზარალებულა.