ცინცაძის #85-ის მცხოვრებლები თბილისის მერს კახა კალაძეს თხოვნით მიმართავენ, შეაჩეროს მათი კორპუსის გვერდით დაგეგმილი მშენებლობა.კორპუსის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს და დედაქალაქის ხელმძღვანელობას დახმარების თხოვნით მიმართეს. კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრების თამარ ორმოცაძის განცხადებით, კორპუსის მშენებლობა საფრთხეს უქმნის ცინცაძის #85-ს, პირველ ექსპერიმენტულ სკოლას, რადგან დაგეგმილია ფერდობის მოჭრა და იქ 9-სართულიანი კორპუსის აშენება.