დედაქალაქში ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა დაიწყო. საუბარია, ცინცაძე-კარტოზიას ესტაკადაზე, რომლის მშენებლობასაც დაახლოებით 5 თვე დასჭირდება. სამუშაოების შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყობა ორდონიანი კვანძი, გზაგამტარი, რომელიც ავტოსატრანპორტო საშუალებების უსაფრთხო და შეუფერხებელ გადაადგილებას უზრუნველყოფს. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ესტაკადის მშენებლობა 2 მილიონ 700 ათასი ლარი დაჯდება.