ბიჭის შესახებ - ბრიტანელი მწერლის ნიკ ჰორნბის ნაწარმოებია. წიგნის ორიგინალი 1998 წელს, დიდ ბრიტანეთში ინგლისურ ენაზე გამოიცა, გამომცებლობა გოლანცზის მიერ.
წიგნის მთავარი გმირი უილ ფრიმანი, 36 წლის ლონდონელი მამაკაცია, რომელსაც არც ცოლ-შვილი ყავს და არც სამსახური ქონია ოდესმე. მისი ფინანსური შემოსავლის ერთადერთ წყაროს კი ოდესღაც მამამისის დაწერილი და გაჰიტებული სიმღერიდან შემოსული ჰონორარი წაროადგენს. უილი თავს მარტოსულად გრძნობს და ამიტომ განსაკუთრებულად მტკივნეულად აღიქვამს, როცა მისი მეგობრები ქორწინდებიან, შვილებს აჩენენ, თვითონ კი ძველებურად მარტოხელად რჩება. თუმცა მისი ცხოვრება სრულიად იცვლება მას შემდეგ, რაც ფრიმანი, 12 წლის ცელქ ბიჭუნა მარკუსს შეხვდება, მას ავადმყოფ დედაზე დარდი აწუხებს, რომელსაც მკურნალობა ესაჭიროება. უილი და მარკუსი დამეგობრდებიან და ასე იწყება მათი სასაცილო თავგადასავალი, რომელიც სავსეა მგრძნობიარე, უხერხული და სახალისო სიტუაციებით.