სანთელი - ვახშამი სანთლის შუქზე რომანტიკად ითვლება და ასეთ გარემოს სპეციალურად აწყობენ მაშინ, როცა წინა საუკუნის დასაწყისში მანამდე, სანამ ელექტროენერგია გახდებოდა სინათლის წყარო სანთელი ერთადერთი საშუალება იყო სახლში სინათლის შემოსატანად. სხვადასხვანაირად დამზადებული საინთელი, გარკვეულ საზოგადოებრივ ფენაში ფუფუნება იყო, მაღალი წრის წარმომადგენლების, მეფეებისა და დიდგვაროვნების სასახლეები კი ათეულობით ფერადი და სურნელოვანი სანთლით იყო გაჩირაღდნებული მთელი ღამის განმავლობაში. ვიდრე ელექტროენერგია დაიკავებდა ადგილს შენობის გასანათებლად სხვადასხვა საშუალებები მოიგონეს, რომელთა წვის ხანგრძლივობა უზრუნველყოფდა თუნდაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა შეუფერხებელ მუშაობა. და მიუხედავად იმისა, რომ ჩირაღდნები და სხვა სახის სანათები გარკვეულწილად დავიწყებას მიეცა, სანთელი დღემდე აქტუალურია.