წინასწარი მონაცემების თანახმად, ტოკიოს მერი მეორე ვადით კვლავ იურიკო კოიკე გახდა. მან 5 ივლისს გამართულ არჩევნებში ხმების დაახლოებით 60% მოიპოვა. 67 წლის იურიკო კოიკემ მოსახლეობას პირობა მისცა, რომ კოვიდ 19-ის პანდემიის მეორე ტალღისგან ტოკიოს დასაცავად საჭირო ზომების გატარებას განაგრძობს.
„ახლა ძალიან მნიშვნელოვანი დროა შესაძლო მეორე ტალღისთვის მოსამზადებლად და გავაგრძელებ მტკიცე ნაბიჯების გადადგმას,“ - აღნიშნა იურიკო კოიკემ. 2016 წელს კოიკე ტოკიოს პირველი ქალი მმართველი გახდა. კოიკეს პოპულარობა მიმდინარე წელს გაიზარდა, რადგან ეპიდემიასთან ბრძოლაში მისმა პირდაპირმა მიდგომებმა მოსახლეობაში მხარდაჭერა მოიპოვა.