წინასწარი შედეგების თანახმად, კანადაში ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს „ლიბერალური პარტია“ ლიდერობს. მედიის ინფორმაციით, საარჩევნო უბნების 42%-მა ნაწილობრივი შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც აჩვენებს, რომ „ლიბერალები“ 156 ოლქში იმარჯვებენ, მათი მთავარი კონკურენტი, „კონსერვატორები“ კი - 121-ში. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ტრუდოს პარტია უმრავლესობის მოპოვებას, რისთვისაც, კანადის პარლამენტში სულ მცირე 170 მანდატის მოპოვებაა საჭირო. არჩევნების წინ, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები აჩვენებდა, რომ ტრუდოს „ლიბერალური პარტია“ და ერინ ო ტულის „კონსერვატიულ პარტია“ რეიტინგით ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. ტრუდომ, რომელიც ორი წლის განმავლობაში უმცირესობის მთავრობას ხელმძღვანელობს, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ აგვისტოში გამოაცხადა იმ იმედით, რომ მისი პარტია საპარლამენტო უმრავლესობას მოიპოვებდა.