ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთის" ე.წ.მა ყოფილმა პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ.ლ არჩევნებში დამარცხება აღიარა და ალან გაგლოევს გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას "სპუტნიკი" ავრცელებს. „ჩემთვის ხალხის არჩევანი ეჭვგარეშეა და ჩემს სიტყვას ვასრულებ, როგორც პრინციპში ყოველთვის. ვფიქრობ, რომ არჩევნები შედგა, ყველამ იცით შედეგი. ალან გაგლოევს ვუსურვებ წარმატებულ მუშაობას", - განუცხადა ბიბილოვმა ჟურნალისტებს.