რუსთავის საქალაქო სასამართლოში ზაზა სარალიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დასრულდა. მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა დაცვისა და ბრალდების მხარის შუამდგომლობები მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის თაობაზე არ დააკმაყოფილა და საქმე არსებით განხილვაზე გადასცა. ზაზა სარალიძე სამართალდამცავებთან მომხდარი ინციდენტის ბრალდებას არ ეთანხმება, ამის მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ პროვიკაცია თავად მათი მხრიდან იყო მოწყობილი. არსებითი განხილვის სხდომა რუსთავის საქალაქო სასამართლოში 25 დეკემბერს 12 საათზე ჩაინიშნა.