პირდაპირ ეთერში წინაპრების საფლავების გინება სცდება არა მარტო ქართულ და კავკასიურ, არამედ ზოგადად, ცივილიზაციურ ჩარჩოებს. ამის ჩამდენი თავად აყენებს თავს ცივილიზაციის მიღმა, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი, გუშინ „რუსთავი 2“-ის ეთერში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებულ განცხადებას.როგორც ვოლსკი აცხადებს, რაც გუშინ აღნიშნული ტელეკომპანიის ეთერში გავიდა, ბინძური პოლიტიკური პროვოკაციაა.