წინანდლის მამული, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, გამოფენასა და პერფორმანსს — "მეხსიერების ფრაგმენტებს" უმასპინძლებს, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ გოგი ალექსი-მესხიშვილის, სერგო ფარაჯანოვისა და უტა ბექაიას შემოქმედებას.გამოფენა 7 მაისს გაიხსნება და ერთ თვეს გაგრძელდება. 7 ივნისიდან კი, ერთი თვით, გამოფენა თიბისი კონცეპტის სივრცეში, მარჯანიშვილის 7 ნომერში გადაინაცვლებს.დაიხაზება სივრცის კონცეპტუალური გეგმა, რომელიც შენობის ნახაზზე იქნება აწყობილი და მაყურებელს საშუალებას მისცემს, თავი წარმოდგენის ნაწილად იგრძნოს და უფრო მკაფიოდ აღიქვას კონცეფცია. ნამუშევრის ფორმით იქნება წარმოდგენილი ექსპოზიციაც. კონცეპტუალური რუკა წარმოდგენას ერთიანად შეკრულ სახეს მისცემს და, ასევე, სასტუმროს, ამფითეატრის, რესტორნისა და სხვა სივრცეების ათვისებას შეუწყობს ხელს.