წინანდალში, სასტუმრო „რედისონში" გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა. პირველადი ინფორმაციით, ცეცხლის პირველ წყარო სასტუმროს მე5 სართულზე არსებული ორთქლის აბანო იყო.
როგორც რედისონის გენერალური მენეჯერი ელენე ოთარაშვილი აცხადებს, ყველა დამსვენებელი და თანამშრომელი უსაფრთხოდაა. ადგილზე იმყოფებოდა კახეთში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილიც, რომლის ინფორმაციით 112-ში ხანძრის შესახებ შეტყობინება ღამით პირველის 10 წუთზე შევიდა. ადგილზე მუშაობდა იყო 10 სახანძრო მანქანა.
ქადაგიშვილის განცხადებითვე, დამწვარია სასტუმროს 4 ერთეული ფართი.