თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში გამთენიისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 06-ის მარკის ავტომანქანა კომბაინს შეეჯახა, რის შედეგადაც 06-ის მძღოლი და ავტომანქანაში მყოფი ერთი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულია სამი ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. აქედან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ითვალისწინებს ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.