წინანდალში, ღვინის კომპანიის "შუმი" ტურისტულ ბაზაზე, მედიის წარმომადგენლებისთვის "მედია რთველი 2020" გაიმართა.
კომპანიის მე-20-ე საიუბილეო რთველის ფარგლებში ჟურნალისტებმა საკოლექციო ვენახები დაათვალიერეს, სადაც ვაზის 900-მდე ჯიშია დაცული, მათ შორის გადაშენების პირას მყოფი ქართული ვაზის ჯიშები.
ღვინის კომპანიის "შუმი" 9 ჰექტარზე გაშენებული ტურისტული კომპლექსი ისტორიულ ადგილას მდებარეობს და ალექსანდრე ჭავჭავაძის ეროვნულ პარკს ესაზღვრება. კომპლექსში საკოლექციო ვენახების გარდა ეთნოგრაფიული სახლი, ვაზის და ღვინის მუზეუმი, ღვინის მარანი და ენოთეკაა განლაგებული.
"შუმის" ტურისტული კომპლექსი ვიზიტორებს სთავაზობს ტურისტულ მომსახურებებს - შემეცნებითი ტურებს, სხვადასხვა სადეგუსტაციო პაკეტებსა და კულინარიულ მასტერკლასებს.