წინადადებები სხვა რაღაცებზე, შესაძლოა, საინტერესო იყოს, მაგრამ არ არის ის, რაც კრიზისს განმუხტავს და არჩევნების ლეგიტიმაციას გამოიწვევს, ამიტომ მოთხოვნაა, ახალი არჩევნები! - სერგი კაპანაძე - Palitra News
ხელისუფლების მხრიდან ჯერ არც ერთი მნიშვნელოვანი წინადადება არ მოგვისმენია, რაც სერიოზულად შეიძლება იყოს განხილული, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცადებას გამოეხმაურა.ამ კონტექსში კაპანაძეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპოზიცია მმართველი გუნდისგან რაციონალურ წინადადებას ელის და ეს წინადადება მხოლოდ ახალ არჩევნებს უნდა ეხებოდეს.