კოალიციამ "ევროატლანტიკური საქართველოსთვის" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" კამპანიის "ძალა ერთობაშია" ფარგლებში ვებ-გვერდის პრეზენტაცია გამართეს. ორგანიზატორთა თქმით, კამპანიის მიზანია ანტიდასავლური პროპაგანდისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რომელში ჩართვაც ვებ-გვერდის საშუალებით უკვე ყველა მოქალაქეს შეუძლია. ერთ-ერთი ორგანიზატორის, კახა მაღრაძის თქმით, შეიქმნა ვირტუალური რუკაც, რომელზეც ყველა ის ორგანიზაცია თუ ადამიანი დაფიქსირდება, ვინც სხვადასხვა რეგიონიდან ამ კამპანიის მხარდამჭერი გახდება. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია მედია პროექტებიც. როგორც ირგანიზატორები აღნიშნავენ, ისინი გამოიყენებენ ყველა მედია საშუალებას იმისათვის, რომ მოსახლეობას შეახსენონ, რატომ არის ძალა ევროპაში.